გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

სხეულზე მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია” მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა მოხდა, რა დროსაც მას სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი