„მოგონებები მერაბ კოსტავაზე“, – კონსტანტინე გამსახურდია უმცროსთან შეხვედრა გაიმართება
22 მარტს, 17 საათზე, მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საღამო „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“ გაიმართება. ამ შეხვედრით, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს შეხვედრების ტრადიციულ ციკლს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი, რომელიც ორი ოჯახის – გამსახურდიებისა და კოსტავების ურთიეთობის ისტორიიდან საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებს გაიხსენებს.
მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის 1, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი.