ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ხულოს მერიიდან აცნობეს, მოეწყო სლაიდების ჩვენება, ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა კი სიმბოლური ნახატები დახატეს.
„აქციაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე, მერიის განათლების კულტურის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვნენ. ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა“,- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.