ბაღდათის მუნიციპალიტეტში, “ტყის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო

0

“ტყის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გამწვანების აქცია მოაწყვეს.

„თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ პირველი ობჩის გიორგი გეწაძის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში, მუხის 30-მდე ხე დაირგო.  გამწვანების აქცია სოფელ მეორე ობჩასა და ბაღდათში მდინარე “ხანისწყლის” მიმდებარე ტერიტორიაზეც მოეწყო“,- აცხადებენ ბაღდათი მერიაში.

მათივე ცნობით, “ტყის საერთაშორისო დღისადმი” მიძღვნილ აქციაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა. არჩილ გოგსაძემ; საკრებულოს თავმჯდომარე. შალვა მშვილდაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

“ტყის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

კომენტარები

კომენტარი