მდინარე “ივრისჭალის” ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენისთვის, 480 200 აშშ დოლარი დაიხარჯება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ “მდინარე “ივრისჭალის” ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ გახორციელება დაიწყეს.
პროექტის წარდგენა დღეს, მულტიფუნქციურ სივრცე „ტერმინალში“ გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი ფანცულაია დაესწრო. შეხვედრაზე. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო აქტივობები განიხილეს.
„პროექტის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენა“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, “მდინარე “ივრისჭალის” ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი“ Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, 480 200-ზე მეტი აშშ დოლარით არის დაფინანსებული და იგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფონდ „საბუკოსა“ და Birdlife International-ის თანამშრომლობით გახორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები