„ჩვენ მივიღეთ ისტორიული მნიშვნელობის კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ ვერ გაბედეთ, რომ მიგეღოთ იმიტომ, რომ გეშინოდათ”

„ჩვენ მივიღეთ ისტორიული მნიშვნელობის კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ ვერ გაბედეთ, რომ მიგეღოთ იმიტომ, რომ გეშინოდათ”, – ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

მან თავის გამოსვლაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაცემულ 9000 პიროადობის მოწმობაზეც ისაუბრა, რომლის გამოც, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა იუსტიციის მინისტრი, 9 ათას მოქალაქეზე ამინისტია გამოცხადდა.
,,ქადაგებდით, რომ ევროპელები ვართო და სულითა და ხორცით იყავით, რაც იყავით და, შესაბამისად, ვერ გაბედეთ, მიგეღოთ თანასწორობის კანონი. მივიღეთ ეს კანონი და სახალხო დამცველი აღვჭურვეთ უფლებით, რომ, ყოველ წელს პარლამენტს, საზოგადოებას მოვახსენოთ, თუ სად აქვს დისკრიმინაციის გამოვლინებას ადგილი, უფრო მეტიც – სახალხო დამცველს მივანიჭეთ სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვის უფლება, რაც თქვენ დროს ჩამორთმეული ჰქონდა. თეა წულუკიანი რომ გახდა იუსტიციის მინისტრი, 9 ათას მოქალაქეზე გამოვაცხადეთ ამნისტია იმიტომ, რომ 9 ათას მოქალაქეზე გქონდათ გაცემული ყალბი პირადობის მოწმობა და ეს გავაკეთეთ პირველსავე წელს იმიტომ, რომ რევანში არ გვინდოდა – შურისძიება არ გვინდოდა. 9 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ვიდრე თქვენ დარიგებული გქონდათ ყალბი პირადობის მოწმობები, მაგრამ თქვენ ამის დანახვა არ გინდათ“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა მიმართა ოპოზიციას, რომ თუ ისინი დაასახელებენ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ ერთ კანონს მაინც, რომელმაც გააუარესა ადვოკატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის მდგომარეობა, ის ბოდიშს მოიხდის.
,, თქვენ ხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ყველაზე ხანგრძლივი ვადით მინისტრი. ეს ადამიანი არის შეურიგებელი ანტინაცი – დიახაც, არის ანტინაცი. ეს ადამიანი თავისი გამოხატულებით, თავისი საქმიანობით საფუძველშივე გიქმნით საფრთხეს. ამიტომაც, ბუნებრივია თქვენი რეაქცია, მაგრამ მე ვლაპარაკობ კანონებზე – იმ კანონებზე რომელი კანონებიც ჩვენ მივიღეთ ხალხისთვის. გთხოვთ, თქვენ დამისახელეთ კანონები, 9 კანონი მაინც დამისახელეთ – 9 წელს ხომ იყავით – 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რაც ხალხისთვის იყო გაკეთებული. 9 კანონი მაინც დამისახელეთ და დამისახელეთ სფეროებში, შრომით ურთიერთობის სფეროებში, სისხლის სამართლის სფეროში, სამოქალაქო სფეროში. ოთარ კახიძე აქ რომ ლაპარაკობდა, სისხლის სამართალში ტრაგედია გვაქვსო, ტრაგედია და უბედურება მაშინ იყო, როცა პროკურორებს ლექციებს უტარებდა ეს ბატონი და, ადეიშვილის მითითებით, „გაიდლაინებით“ ხალხს სასჯელს უზღვავდნენ. ჩვენ მივიღეთ კანონი, მეგობრებო, და ნარკოტიკებისა და იარაღის ტარება დავაკონკრეტეთ კანონში, ერთხელ და სამუდამოდ. ხალხს იჭერდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარება… 11 წლიდან იწყებოდა პასუხისმგებლობა. გავყავით ეს კანონი, გავყავით ეს მომენტი და ჩამოვიყვანეთ ეს პასუხიხმგებლობა მინიმალურ სასჯელამდე… უფრო მეტიც, შარშანწინ მცირე ოდენობის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოვახდინეთ საერთოდ და თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია ამ სამინისტროს?! თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის და ჩვენ გავაფუჭებთ, მე ბოდიშს მოვიხდი – ავდგები დაგიჭერთ მხარს. ერთი კანონი მოიყვანეთ, რაც სახალხო დამცველის მდგომარეობა გააუარესა ადვოკატის მდგომარეობა გააუარესა, დაზარალებულის მდგომარეობა გააუარესა მოსამართლის მდგომარეობა გააუარესა ერთი კანონი მომიყვანეთ, რომელმაც გააუარესა, მე ბოდიშს მოვიხდი. მაგალითები არ გაქვთ წყევლა კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი კიდევ არ გაკლიათ და ამიტომაც ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვა წამოსული. რა თქმა უნდა, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები