ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპელიტეტში, სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც მოხუცი მარტო იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის 130 კვ.მ ფართობი დაიწვა.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები