ავაკოვი: სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ჩაჯდება, მას არ შეუშვებენ

0

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზანს – ჩავიდეს უკრაინაში პირველ აპრილს – 300 დოლარიან პიარკამპანიად მიიჩნევს.
“სააკაშვილი თვითმფრინავში ვერც კი ჩაჯდება, მას არ შეუშვებენ. მას აკრძალული აქვს სასამართლოს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ, გასულ კვირას, მიხეილ სააკაშვილმა მედიას აცნობა, რომ პირველ აპრილს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მეორე დღეს, უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. მისი აზრით, პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და მას, ამის შემდეგ, არცერთი მესაზღვრე დაემორჩილება.

კომენტარები

კომენტარი