შსს-მ ავჭალაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული, გ.ა.
„სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ღამის საათებში, ნიღბითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები