ირაკლი კობახიძე: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მხოლოდ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ერთადერთი კანონპროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის მზადებისას ევროსაბჭოს რეკომენდაციები სამ საკითხში არ გაიზიარეს. „პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან სამი სხვადასხვა კანონპროექტია წარმოდგენილი, მათ შორის – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან. არც ერთი მათგანი კონსტიტუციის შესაბამისი არ არის. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მხოლოდ ჩვენი კანონპროექტია. როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციას ვწერდით, ორ რამეს ვეფუძნებოდით. ეს იყო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი და ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის შესაბამისი საკვანძო, ზოგადი რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი ამ სულისკვეთებით მომზადდა. კონსტიტუციის მზადებისას ევროსაბჭოს რეკომენდაციები სამ საკითხში არ გავიზიარეთ. პირველი – ეს იყო პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს ფორმირებაში. ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან მთელი დისკუსია დაგვჭირდა. კონტექსტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს უნდა დარჩენოდა როლი უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესში; მეორე – ეს იყო 2/3-ით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესება. გამომდინარე იქედან, რომ საბჭოში მოსამართლე წევრი ცხრა არის, გამოდის ისე, რომ თუ ერთი არამოსამართლე წევრი წინააღმდეგ წავა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება იბლოკება; კონტექსტიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს რეკომენდაციების წინააღმდეგ წავედით – უვადო გამწესების წესი გადავავადეთ 2024 წლის ბოლომდე. ევროსაბჭოს რეკომენდაციები ამ სამ რამეში არ გავიზიარეთ. გაირკვა, რომ, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ამის მართლმსაჯულების რაიმე ფორმით შეზღუდვა გაუმართლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები