ანა დოლიძე: მივმართავ ნინო გვენეტაძეს – გამოვიდეს და ყველაფერს მოყვეს

0

“მივმარავ ნინო გვენეტაძეს – გამოვიდეს და ყველაფერს მოყვეს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა და სისტემაში არსებულ „კლანთან“ მარტო დარჩა.
„მართლაც, ძალიან ბევრი კითხვა დატოვა ნინო გვენეტაძის გაუჩინარებამ. ეს სხვა არაფერია, თუ არა საჯარო სივრციდან გაუჩინარება. ეს ხომ სერიოზული გამოწვევაა. ამხელა თანამდებობის პირი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია და, რამდენიმე თვის თავზე, ფაქტობრივად, უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული. ეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე ძალიან სერიოზულ კითხვებს სვამს – რამის ეშინია მას? რამე ზეწოლის ქვეშაა? რამე დაპირების ქვეშაა? ეს არ ვიცით.
ჩემი ახსნა არის შემდეგი: ქალბატონი ნინო სისტემაში შევიდა როგორც რეფორმატორი. ის ამ კლანებთან და ინტერესებთან მარტო დატოვეს. აქ მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მისი ერთადერთი მხარდამჭერი იყო ხალხი. ჩვენც მარტო ვართ – მე და ნაზი, მაგრამ ძალას ვგრძნობთ. რატომ? – იმიტომ, რომ თქვენთან, ხალხთან ვსაუბრობთ. ნინოს მთავარი შეცდომა იყო, რომ მან, ამ არჩევანში, რომ ხალხში გასულიყო და ეს ამბავი თავად მოეყოლა. ასე მოხდა – მე მინდოდა რეფორმა, მაგრამ დამტოვეს მარტო, მოხდა გარიგება კლანთან და მარტო დავრჩი ამ ბრძოლაში , მაგრამ, ვარ თქვენთან ერთად და მჭირდება მხარდაჭერა. მაგრამ, მან ასე არ გადაწყვიტა და დარჩა ამ კლანებთან მარტო. მტრისას ამ ხალხთან მარტო დარჩენა. ეს ხალხი – კლანის და საბჭოს წევრები, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი კარიერისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. მართლა საშიშია მათთან მარტო დარჩენა. მივმარავ ნინო გვენეტაძეს – გამოვიდეს და ამ ყველაფერს მოყვეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი