ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
“სამუშაოები არსებული სკოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ – საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული მოედნებისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, სოფელ ზარზმისა და სოფელ უტყის უბნის 60-მდე მოსწავლეს თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მანამდე კი, ზარზმის სკოლის მოსწავლეები სწავლას სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში აგრძელებენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდს, 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს 29 სკოლის მშენებლობა, ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები