მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ქალთა კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება გამართა

როგორია ქალის როლი საზოგადოებაში, რა პრევენციულ ზომებს იღებს სახელმწიფო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რა არის გენდერი და როგორი სამოქმედო გეგმა აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ერთობლივ გენდერულ საბჭოს – ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე.
დისკუსიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მერი გიორგი კაპანაძე და მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი.
საბჭოს წევრებმა შორენა ხუბაშვილმა და ნათია ცხადაძემ გენდერული საბჭოს შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ესმა იმერლიშვილმა და თამარ მაისურაძემ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის იურისტმა მარიამ დოღონიძემ კი ქალთა ძალადობის სტატისტიკა წარმოადგინა. მოძალადის ფენომენზე გაამახვილა ყურდღება ფსიქოლოგმა შორენა მაისურაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა სამბოში მსოფლიო ჩემპიონი ნინო ოძელაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას იმ რთული გზის შესახებ მოუყვა, რომლის გავლაც მოუწია ოქროს მედლამდე.
სიტყვით გამოვიდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, რომელის გამოსვლის თემაც მე-19 საუკუნის ქალები იყვნენ.
პოლიტიკაში ქალის როლსა და კვოტირებაზე გაამახვილა ყურადღება საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძე. მანდილოსნებს დღესასწაული მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა. დეპუტატებმა ბექა ხალიბეგაშვილმა და იოანე ლაშხმა კი საკუთარ გამოსვლაში ძალადობა დაგმეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები