რომან გოცირიძე: რატომაა შეუცვლელი თეა წულუკიანი, რომლის საქმიანობაც ყველაზე წარუმატებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას წარუმატებელს უწოდებს. ამიტომ, მისთვის გაუგებარია, რატომაა უწყების მინისტრი, თეა წულუკიანი, შეუცვლელი კადრი.
“ჩავარდა სასამართლო რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით გახორციელდა და, ასევე, ჩავარდნილი და ძალადობრივი იყო პროკურატურის საქმიანობა მაშინ, როცა ამ სისტემას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. სწორედ ასეთი მინისტრი მეშვიდე წელია, არის ფავორიტი. ეს არის მინისტრი, რომელსაც შეუძლია, შანტაჟით ელაპარაკოს პრემიერმინისტრს. ის არის ხელშეუხებელი, რადგან აქვს სერიოზული ზურგი. ძალიან უცნაურია – შეუცვლელია ის მინისტრი, რომლის საქმიანობის სფეროც ყველაზე წარუმატებელია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები