შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში 535 კოლექციაა განთავსებული
შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი სხალთაში, შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. სახლი, მისივე პროექტით, 1873 წელს აშენდა.
სახლ-მუზეუმში 535 კოლექციაა განთავსებული, მათ შორის – ფერწერის ნიმუშები, სკულპტურა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, სხვადასხვა სახის ფოტომასალა, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა. სახლ-მუზეუმში, აგრეთვე, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო, ყოფით ნივთებს.
სახლ-მუზეუმში წელიწადში ორჯერ ეწყობა ხულოს სამხატვრო გალერეის ნახატების გამოფენა, ასევე – მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, კინო-ფილმების ჩვენება და განხილვა, კონფერენციები და ლექციები სხვადასხვა საკითხზე.
სახლ-მუზეუმი, ზაფხულის პერიოდში, მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე; ზამთრის პერიოდში კი – სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე.
მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი
მანძილი ბათუმიდან: 82 კმ
მანძილი ხულოდან: 19 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: 800 მ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
სეზონი: 12 თვე
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად
R