ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. მინისტრმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაკარგული 4 პიროვნების საპოვნელად საძიებო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან ამოტანილია 2 სატვირთო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24- საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qYYHUGdymrw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები