ოხანაშვილი ბესელიაზე: გასულია მომსახურეობის ზონიდან

0

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ოთახი ჰგონია. ამიტომ, ის ბესელიასთან საუბარს აღარ აპირებს. მისივე შეფასებით, დამოუკიდებელი დეპუტატი “გასულია მომსახურეობის ზონიდან”. „ეკა ბესელია გასულია მომსახურეობის ზონიდან. საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კი კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად. ამიტომ, აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ეკა ბესელიას ერთ-ერთი კრიტიკული კითხვა იმასაც უკავშირდებოდა, თუ რატომ არის პროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი და რას ნიშნავს ეს.

კომენტარები

კომენტარი