დუშეთში, ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო

დუშეთში, ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორის – ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლებს ჩაუტარდება.
ჯამში, რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია;
აღსანიშნია, რომ პროექტი, ასევე, ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 5.1 მილიონი ლარია და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს;
ცნობისთვის, სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები