სროლა თბილისში – პეკინზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

პეკინის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყეს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე, დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები