პეკინზე, ლომბარდს თავს დაესხნენ

თბილისში, პეკინზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლომბარდს თავს დაესხნენ.
თავდამსხმელებმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ლომბარდის შენობიდან თანხის გატაცება ვერ მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები