ესპანეთში, ბინების დაყაჩაღების ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ, სპეცოპერაცია “ფიმუქის” ფარგლებში, ბინების დაყაჩაღების ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
გამომძიებლების განცხადებით, თავდაპირველად, სამართალდამცავებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი ქალი გამოავლინეს, რომელიც დამნაშავეების მიერ შერჩეულ სახლებს იკვლევდა. ამის შემდეგ, მათ სამი მამაკაცი დააკავეს, რომელიც, ამ დროისთვის, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ეჭვმიტანილების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საიუველირო ძვირადღირებული ნაკეთობები და 35 000 ევრო ნაღდი ფული იქნა ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები