ნინოწმინდაში, შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნინოწმინდაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული “ოპელის” მარკის ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ს.ა.-ს ეკუთვნის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს”, – აცხადებენ შს სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი