ჟანა ფრისკეს მკურნალობისთვის მშობლებმა სახლი გაყიდეს
მომღერალ ჟანა ფრისკეს მამის – ვლადიმერ ბორისოვიჩის განცხადებით, მისი და მისი მეუღლის დანაზოგი მთლიანად ჟანა ფრისკეს მკურნალობას მოხმარდა. ჟანა ფრისკეს მამამ ერთ-ერთ ტელეპროგრამაში განაცხადა, რომ მათ სახლიც კი გაყიდეს.
ამჟამად მომღერალი ჟანა ფრისკე კვლავ აშშ-ში მკურნალობს. მომღერალი ტვინის სიმსივნით არის ავად. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მთავარი არის ჟანას გამოჯანმრთელება და მათთვის თანხას მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას ნანობენ, რომ თითქმის ყველაფერი გაყიდეს მათი შვილის მალე გამოჯანმრთელებისთვის.