პაპი ფრანცისკი: ისე მოვიქცევი, როგორც უფალი მიბრძანებს
რომის პაპმა ფრანცისკმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პოსტი, წინამორბედივით, სიცოცხლეშივე დატოვოს.
“მე ისე მოვიქცევი, როგორც უფალი მიბრძანებს”, – განუცხადა 77 წლის პონტიფიკოსმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადადგომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
ფრანცისკის თქმით, ბენედიქტ მეთექვსმეტეს შემთხვევა, რომელმაც სამოციქულო საყდარი დატოვა, ერთადერთი არ არის.
შეგახსენებთ, ბენედიქტ მეთექვსმეტე პირველი პაპია შუა საუკუნეების შემდეგ, რომელმაც რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პოსტი სიცოცხლეშივე დატოვა.