რა ბედი ეწევა ელიავას ბაზრობას – “ორი ვარიანტი განიხილება”

რა მდგომარეობაშიც არის ელიავას ბაზრობა, ის კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ორი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.
„არსებობს ორი ვარიანტი, თუ როგორი ხედვა და მიდგომები გვექნება ჩვენ. პირველი არის ის, რომ ეს ბაზრობა გადავიტანოთ სხვა ტერიტორიაზე, ეს კონკრეტული ადგილი გამოვიყენოთ სხვადასხვა მიზნისთვის და მოხდეს კარგი განვითარება. მეორე თემა არის ის, რომ არსებული ბაზრობა, გავათანამედროვოთ. იქ აშენდეს თანამედროვე ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იქ მომუშავეების დასაქმება, სადაც დაცული იქნება ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რა მდგომარეობაშიც არის ელიავას ბაზრობა, ის კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისათვის. გვქონდა შეხვედრა მეპატრონეებთან და მივიღებთ საუკეთესო გამოსავალს, ისე რომ, არც ბიზნესინტერესები დავაზარალოთ და ქალაქის ინტერესებიც იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები