ახალ ზელენდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სუს – ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ახალ ზელენდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს  , რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, – აღნიშნულია განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები