ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა, რომ ჯარში სამართალდარღვევებს არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი

„ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში, რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, სამწუხაროდ, ხდება სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორია ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, სადაც ჯარში პრობლემებია, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო.
„ჩვენი „კეთილმოსურნეები” ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში, რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, სამწუხაროდ, ხდება სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები