ნინო წილოსანი: ყველა კარგ გრანტს და დაფინანსებას მთავრობა მწვანეს აუნთებს
“ყველა კარგ გრანტს და დაფინანსებას მთავრობა მწვანეს აუნთებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“გრანტის მიმღების, თუ გამცემის კომპონენტში მნიშვნელოვნად დაზუსტდა საკითხები. ამავდროულად, ჩაემატა და გამოიკვეთა ისეთი შემთხვევები, როდესაც ორგანიზაცია დარეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობა, დიდწილად, საქართველოში, ამ ფულის ხარჯვას მოიცავს. უახლოეს მომავალში გვექნება სრულყოფილი კანონმდებლობა, იმისთვის, რომ გარე ჩარევები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა კარგ გრანტს და დაფინანსებას მთავრობა მწვანეს აუნთებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას და თანმდევ კანონპროექტებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. კონსტიტუციური წყობილებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.