უკრაინის დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა, სადაც უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

უკრაინის დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა, სადაც უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, დღის წესრიგი შეთანხმებულია და გუნდი მზადაა სამუშაოდ.

„უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე ჩავიდა. ხვალ, სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ვიწყებთ. დღის წესრიგი შეთანხმებულია და გუნდი მზადაა სამუშაოდ.

ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვის მიზნით, ჩვენ ველით კონსტრუქციულ ჩართულობას და არსებით შეხვედრებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე“, – წერს რუსტემ უმეროვი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები