ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული გალის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დეფაქტო ხელისუფლების ომონმა დააკავა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ძაძუას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა უცნობია, რა გახდა მისი დაკავების მიზეზი.
​ოჯახისთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
​როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები