სააკაშვილი უკრაინის მთავრობას “ბარგის ჩალაგებისკენ” მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინელებს ყველა დანაკარგის დაბრუნებას ჰპირდება.
პოლიტიკოსი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს და სთავაზობს მათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წასვლისთვის მოემზადონ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
ამჟამად სააკაშვილის ადრესატი რადას ვიცესპიკერი, ირინა გერაშენკოა.
​”მესმის, რომ არ გინდათ, ვინმემ ხელი შეგიშალოთ ქურდობაში, მაგრამ თქვენ უკვე გააღატაკეთ უკრაინა და ის ევროპაში ყველზე ღარიბი ქვეყანაა. იქნებ დროა, შეწყვიტოთ ხალხის თქვენი ტყუილებით გამოკვება და ჩაალაგოთ ბარგი?” – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები