აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოში ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ, 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეა საუბარი.
“ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ. გადადგმულ ნაბიჯებს შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია შს სამინისტროს მიერ შემუშავებული რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა უკეთ დასაცავად გამოიყენება. ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინსტრუმენტი 2018 წლის 1 სექტემბრიდან დანერგა, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ანგარიშში ასევე ასახულია, რომ განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავების ცოდნა ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებასთან მიმართებით”,-ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები