ბაღდათის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო. საბჭომ პირველი გაცნობითი შეხვედრა დღეს გამართა, სადაც ასევე თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს. ამის შესახებ „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 10 წევრისგან შედგება და მას ხმათა უმრავლესობით დავით ჯანიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის მოადგილედ სევერიანე ღამბაშიძე, მდივნად კი მარიამ კიკვიძე დასახელდა.

საბჭოს წევრები დებულებას გაეცნენ და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომლებსაც მომდევნო შეხვედრებზე გააჟღერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები