ეროვნული სატყეო სააგენტო, სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მიმდინარე სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, დაბა სურამში, ე.წ ბაიანთხევის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაზიანებულ მუხნარ კორომში, მიმდინარე სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოვლინდა მავნებელი (მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფორთლის რწყილი), ასევე, დაფიქსირდა მუხის ინტენსიური ხმობა და ზეხმელი მუხის ხეები.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ 3,3 ჰა ფართობისათვის მომზადებულ იქნა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 80-მდე დაზიანებული ხე-მცენარის მოჭრას და ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისა და ტყის გაშენების ღონისძიებებს.
ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები უკვე განხორციელდა და უახლოეს მომავალში ნერგების დარგვის ღონისძიებები დაიწყება.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე ფართობზე 6000 ცალი მუხისა და იფნის სტანდარტრული ნერგი დაირგვება, რომლებიც სააგენტოს ტყის დროებით სანერეებშია გამოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები