გიორგი გაბუნია: არც მე და არც ჩემს კოლეგებს თავიდანვე არ გვჯეროდა, რომ ეკა ბესელიას გადადგომის რეალური მიზეზი მოსამართლეების თემა იყო
,,სიმართლე გითხრათ, არც მე არ მჯერა. თავიდანვე, არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვჯეროდა, რომ მოსამართლეების თემა იყო რეალური მიზეზი ბესელიას გადადგომის,”- განაცხადა თოქშოუ არჩევანის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს დროს.
,,მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი შანსია ეს ყოფილიყო ან ნეპოტიზმი, ან კორუფცია, მაგრამ თქვენ ამას არ ადასტურებთ. მე ამას ვასკვნი, თუნდაც იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც ვიცი დადასტურებით” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გაბუნიამ ეს განცხადება ირაკლი კობახიძის პასუხად გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელიამ გადადგომის მიზეზად ალოგიკური ფაქტი მოიყვანა და ბესელიას არავინ აიძულებდა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომა დაენიშნა.