ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დღეს ვახტანგ ბერიძე მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სხალთის ადმინისტრაციულ ცენტრში, კვატიასა და ქედლებში იმყოფებოდა.
„ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. მათ, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჩაინიშნეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსახლეობამ დღევანდელ შეხვედრებზე გააჟღერა. შეხვედრებისას, არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები