ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და მას უნდა მოვუსმინოთ

“მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და ჩვენი ვალია, მას მოვუსმინოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ამ საკითხზე კომუნიკაცია მასთანაც იქნება.
„საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამაზე საუბარი არ გვქონია და უახლოეს დღეებში გვექნება კომუნიკაცია. მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს და როდესაც გავეცნობი საკითხს, შემდგომ ვისაუბრებ. თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ის 2012 წლიდან არის მინისტრთა კაბინეტის წევრი და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, მას მოვუსმინოთ. კომუნიკაცია იქნება მინისტრთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები