ღორჯომში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

სოფელ ღორჯომის კულტურის სახლში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ და ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯუმბერ აბაშიძემ“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები