ბესელია წულუკიანზე: მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოიწვია

დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, წულუკიანი გამოცდილი კადრია მთავრობაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რამ გამოიწვია შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება.
„არ ვიცი, რა ხდება, ვერ გეტყვით. თეა წულუკიანი არის გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში და ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ ვერ გავაკეთებ რაიმე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გაიწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები