ვახტანგ ბერიძემ გაფართოებული თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე უძღვებოდა. თათბირს მოადგილე ნადიმ ვასაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან თითოეული სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე მერიის სამსახურებისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რის შემდეგაც გასცა დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარებისათვის, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები