ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორად ჯუმბერ აბაშიძე დაინიშნა
ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით ჯუმბერ აბაშიძე დაინიშნა. დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილე ნადიმ ვასაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახლადდანიშნული დირექტორი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
ჯუმბერ აბაშიძე დაიბადა 1955 წლის 20 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შურმულში; 1972 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საშუალო სკოლა; 1974-1979 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და გერმანული ფილოლოგიის სპეციალობით. მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
1979-1981 წლებში მუშაობდა სხალთის საშუალო სკოლაში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად: 1982-1991 წლებში მუშაობდა ხულოს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომში სხვადასხვა პოციზიებზე; 1992-1995 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციებზე; 1995-2005 წლებში იყო დაბა ხულოს საკრებულოს მდივანი;
2012-2015 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოადგილედ; 2015-6.03.2019 წლებში იყო ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს;
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.