დიდი ინჩხურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიდი ინჩხურის გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში დაიგება 2 286 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნრის კუვეტები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში, გაკეთდება გზის დამცავი გაბიონი“,- აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ღირებულება 914 628 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები