რუსთავში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა.
“კვირას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოდან გაწერეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევა რუსთავში წუხელ ღამის საათებში, ორ სხვადასხვა საცხოვრებელ სახლში მოხდა.
კერძოდ, მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია რვა წლის გოგონამ და დედამისმა მიიღეს.
ხოლო, მე-11 მიკრორაიონში სამი ადამიანი მსუბუქად მოიწამლა.
ხუთივე მათგანი კლინიკაში მოათავსეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი უკვე სახლში იმყოფებიან.
ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში8 განუცხადეს, გამოძიება მხოლოდ მე-8 მიკრორაიონში მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით აღიძრა. რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები