ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანის პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებზე და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან მთავრობის კანცელარიაში შედგა. ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები