მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონიანი მამაკაცი გარდაიცვალა

მექსიკელი მანუელ ურიბე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიან ადამიანად დასახელდა, ორშაბათს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ურიბე ქალაქ მონტერეის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის 2 მაისს გულის არითმიით მოათავსეს. ექიმებს გარდაცვალების მიზეზი არ დაუზუსტებიათ, თუმცა ცნობილია, რომ მექსიკელს გულის და ღვიძლის პრობლემები ჰქონდა. მას დარჩა მეუღლე კლაუდია.
2001 წლიდან ურიბემ წონაში მომატება დაიწყო და მისი წონა 597 კილოს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს 560 კილოს იწონიდა. ექიმებისა და დიეტის დახმარებით ურიბე 2008 წელს 360 კილომდე ჩამოვიდა. გარდაცვალების დროს ურიბე 394 კილოს იწონიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები