ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინის არჩევნების შედეგებს პატივს სცემს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინის არჩევნების შედეგებს პატივს სცემს და უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს.
ანგელა მერკელი მიესალმა იმ ფაქტს, რომ უკრაინის უმეტეს საარჩევნო ოლქში არჩევნები შედგა. მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება ელოდება ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას და კენჭისყრის საბოლოო შედეგებს. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმისა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. მან გერმანიის სახელით უკრაინას რეგიონებთან დიალოგის საკითხში დახმარება აღუთქვა. ამ საკითხზე ანგელა მერკელი და უკრაინის პრემიერი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები