ქობულეთში საფლავები გაქურდეს

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოები გაქურდეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საფლავებზე მოხსნილია ჭიშკრები და ღობეები. მათივე ვარაუდით, დამნაშავეებმა მოპარული საგნები ლითონის გადამამუშავებელ პუნქტში ჩააბარეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები