სარკინიგზო ავარიის შედეგად ინდოეთში 20 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში სამგზავრო და სავაჭრო საქონლით დატვირთული ვაგონების შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ჰალილაბადთან შტატ უტარ-პრადეშთან მას შემდეგ მოხდა, რაც სამგზავრო ვაგონი სატვირთო მატარებლის გზაზე გადავიდა.
ავარიის შედეგად 6 ვაგონი ამოტრიალდა. ინდოეთის რკინიგზის საბჭოს წარმომადგენლის არუნენდრა კუმარის განცხადებით, სამაშველო სამსახურები უკვე დაიწყო და შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.