სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან გამართავს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველო – ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზებაა.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დეპუტატი ბექა ოდიშარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები