თებერვლის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 625,236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი).
თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ). ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია. (2018 წლის 2 თვე 48,859).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა. რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 107 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35-მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 27 მგზავრი 3 რეისი მგზავრების ზრდა 30%).
ჯამში, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი – 497).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები